განვითარების ციკლი
რ. პოუტიერის ცნობით, აღმოსავლეთ საფრანგეთში (მენტონში) კრიპტოლემუსი დაზამთრებამდე 4 სრულ თაობას იძლევა. თითოეულ თაობის განვითარებას, წლის სხვადასხვა დროს სჭირდება 33-80 დღე. კოლეს მიხედვით, პალესტინაში კრიპტომელუსი 6 თაობას იძლევა. ზამთარში ტემპერატურის დაწევის გამო იღუპება.
ე.სტეფანოვის მონაცემებით, (1935), კრიპტოლემუსმა აფხაზეთში 4 თაობა განივითარა და იგი 31-55 დღემდე გრძელდებოდა. აჭარის პირობებში გამოზამთრებული კრიპტოლემუსი 5-6 თაობას იძლევა.
ჩვენი მიზანია, პირადად დავაკვირდეთ, იძლევა თუ არა კრიპტოლემუსი მართლაც 5-6 თაობას აჭარის პირობებში, თუ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებია.
მეზამთრეობა
მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლში კრიპტოლემუსი, მეტწილად, ჭუპრის ან ხოჭოს ფაზაში ზამთრობს, ზოგჯერ თბილ ზამთარში კი მატლის ფაზაშიაც. ხოჭოები ზამთარში მუდმივ დიაპაუზაში არ იმყოფებიან. 100უფრო დაბალ ტემპერატურის დროს ისინი თავს აფარებენ მყუდრო, დაცულ ადგილებს (ხმელ დახვეულ ფოთლებს, ხის ქერქის ნაპრალებს და სხვა) და გარინდულ მდგომარეობაში რჩებიან აქ ტემპერატურის აწევამდე.
თბილ, მზიან ადგილებში, როდესაც ტემპერატურე 150-ზე მაღლა იწევს, ხოჭოები ფრენენ და ინტენსიურად იკვებებიან. მატლებიც იკვებებიან, ამთავრებენ განვითარებას და იჭუპრებენ.
ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 45 წლის განმავლობაში 1935 წლიდან კრიპტოლემუსს გამოუზამთრია მხოლოდ 18 ზამთარი. 1935-36, 1937-38, 1938-39, 1940-41, 1943-44, 1944-45, 1945-46, 1947-48, 1950-1951, 1951-1952, 1952-1953, 1958-1959, 1959-1960, 1960-1961, 1964-1965, 1965-1966, 1968-1969, 1974-1975, 1977-1978.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებეზე დაყრდნობით დავადგინეთ, რომ აღნიშნული წლების ზამთრის თვეები ხასიათდებოდა მაღალი ტემპერატურით და არც ერთი წლის მინიმალური ტემპერატურა - 1,60 - 3,20-ზე დაბლა არ დაწეულა. როგორც მონაცემებიდან ნათლად ჩანს, დანარჩენი 26 წლის ზამთარში კი, როდესაც ადგილი ჰქონდა ტემპერატურის დაწევას - 5,60 - 8,50 - 90 - 110-მდე, კრიპტოლემუსი მთლიანად დაიღუპა და გამოზამთრებული ხოჭოები ბუნებაში ნაპოვნი არ ყოფილა.
რაც შეეხება აფხაზეთს, გარდა 1949-1950, 1953-1954, 1963-1964, 1966-1967, 1972-1973, 1975-1976 წლებისა, კრიპტოლემუსი ყოველთვის იზამთრებდა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი აქ ბევრად უფრო დაბალ ტემპერატურით ხასიათდება, ვიდრე, როგორც აღვნიშნეთ აჭარა, სადაც იგი -50 იღუპებოდა.
ჩვენ მიერ მოძიებული მასალები და მეცნიერული კვლევები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ხოჭოების მეზამთრეობისათვის გარდა, ტემპერატურისა დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ფაქტორსაც, კერძოდ, ტენიანობისა და ნალექების რაოდენობას. და, მართლაც, ზამთარში აჭარაში ნალექების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე - აფხაზეთში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოზამთრე კრიპტოლემუსზე.
გარდა ტემპერატურისა და ტენიანობისა კრიპტოლემუსის მეზამთრეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებაში არსებული საკვების მარაგს, იმ ფარიანებს, რომლებითაც კრიპტოლემუსი იკვებება, რადგანაც ჩვენი სუბტროპიკების ზამთრის პირობებში კრიპტოლემუსის ხოჭოები აქტიურად, ინტენსიურად იკვებებიან. ამიტომ იმ ნარგავებში, ბაღებში, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ტემპერატურის დაწევას უკეთ იტანენ, ვიდრე ისეთ ნარგავებში, სადაც შესაფერისი საკვები არ გააჩნიათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий